საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.
გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და სხვა ლიდერებმა.
საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 24 სექტემბერს მიმართავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here