ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ საბაჰს შეხვდა.
ქუვეითის მხარემ საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ინტერესი გამოთქვა.
საუბარი შეეხო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალს და ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივებს.
განსაკუთრებით აღინიშნა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და ქუვეითიდან ვიზიტორთა მზარდი რაოდენობა, რასაც ხელს უწყობს ქუვეითის სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის მოქმედი უვიზო რეჟიმი. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის პერსპექტივა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here