ირაკლი ღარიბაშვილმა, მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამი ქვეყანა არის გამოკვეთილი პარტნიორი აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით და მნიშვნელოვანია, მათი როლი კიდევ უფრო მკაფიოდ იყოს წარმოჩენილი აღმოსავლეთ პარტნიორობის უახლოეს სამიტზე, მათ შორის უზრუნველყოფილი იყოს დიფერენცირებული მიდგომის პრინციპი – „მეტი მეტისთვის“.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს საბოლოო მიზანია, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მნიშვნელოვანია, რომ ამბიციური გეგმა, 2024 წელს ქვეყანამ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მხარდაჭერილი იყოს ევროპელი პარტნიორების მხრიდან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here