პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კახეთში, გურიასა და აჭარაში მოსახლეობისთვის სტიქიით მიყენებულ ზარალს მთავრობა აანაზღაურებს.
საქართველოს მთავრობის 22 სექტემბრის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ყვარლის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 1 მილიონი ლარი, რომელიც 26 აგვისტოს ყვარელსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში გავაზში, შაქრიანში, კუჭატანში, გრემსა და შილდაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ასი საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოხმარდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here