არ ვიცი, რამდენჯერ უნდა გავიმეორო ერთი და იგივე სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ. ჯერ ერთი, „ბავშვი არ დაბადებულაო და სახელს არქმევდნენ“ – ჩამოდის ეს კაცი და ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა, დავიჭერთ, ვინც ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ. სხვა რა გითხრათ ამის შესახებ? – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლის შესახებ.
„არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება მე არ დამიანონსებია. ეს გააკეთეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა, როცა თქვეს, რომ ისინი ხელს შეუშლიან სააკაშვილის დაკავებას. მე ზოგადად ვთქვი, რომ ოპოზიციას არ შეუძლია საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც კი. პიკის დროს მათ 5 000-ზე მეტი ადამიანის მობილიზება ვერ შეძლეს. ამის ფონზე მე ვთქვი, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ზოგადად 1 საათში მინიმუმ 100 000 მხარდამჭერის მობილიზება მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის. სააკაშვილს, თუ ის ჩამოვა, სჭირდება 10 გამოცდილი პოლიციელი, რომელიც მას დააკავებს. მთავრობას აქვს სრული მზაობა იმისთვის, რომ დაიცვას წესრიგი, რათა არ მოხდეს კანონდარღვევა ან კანონის აღსრულების ხელის შეშლა, და ჩვენ ამ ყველაფერს მშვიდობიანად და კვალიფიციურად გავაკეთებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here