დღეის მდგომარეობით, სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდელებისთვის , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, გადასცემენ თუ არა სააკაშვილს უკრაინულ მხარეს, პრემიერმა აღნიშნა, რომ გამორიცხულია.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, პრემიერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ამის შესახებ პოზიცია სააკაშვილის დაკავების დღესვე დააფიქსირა.
„გამორიცხულია, ასი პროცენტით გიდასტურებთ. ჯერ ერთი, არავინ ითხოვს მის გადაცემას, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს და მინიმუმ, 6 წლის მოხდის შემდეგ შეუძლია, რომ წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, იმავე საღამოს, როდესაც დააკავეს სააკაშვილი, განაცხადა, რომ ეს არის გამორიცხული და ეს საკითხი არის დახურული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here