გიორგი გამსახურდიამ ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ ხიბულაში განხორციელებული პროექტები გაიხსენა. ამ თემაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.
„ბატონი ბიძინა რომ იყო ამოსული ბოლო ლოკაციის მოსანახულებლად, სადაც ბოლოს იმყოფებოდა პრეზიდენტი, მერე თვითონ გადაწყვიტა, რომ სახლის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად აეშენებინა ეკლესია. აქედან რამდენიმე ასეულ მეტრში მუნიციპალიტეტსა და სოფელს საბავშვო ბაღი გაუკეთა და ასევე სკოლა. ეს ყველაფერი ზვიადის სახელს დაუკავშირა და თქვა კიდევაც, რომ ამას, ჩათვალეთ ზვიადი გიკეთებთ, მე არ გიკეთებთო“, – აღნიშნა გამსახურდიამ.