პირველი დეკემბრიდან რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოიხსნება.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რესტორნებს, რომელთაც პირველი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე. კერძოდ, ყველა რესტორანი ვალდებულია, მომხმარებელი პირველი დეკემბრიდან მიიღოს მხოლოდ მწვანე სტატუსის შემთხვევაში და პირველი დეკემბრიდანვე მოიხსნება საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე, მათ შეუძლიათ, იმუშაონ, რამდენ ხანსაც ჩათვლიან საჭიროდ“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here