„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, მაღალი დონის შეხვედრები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მართავს – მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორებთან საქართველოს ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული რეფორმების და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ, არის ის, რაც ქვეყნის მომავალზე პოზიტიურად აისახება და ქვეყნის მეგობრებს უფრო ძლიერი მხარდაჭერისკენ განაწყობს.
„ევროკავშირის ერთიან ბაზართან ინტეგრაცია, მაკროეკონომიკური ინსტრუმენტების მიღება, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერება – საკითხები, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ევროპელ ლიდერებთან განიხილავს, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულია, რადგან 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად ვემზადებით“, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here