ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის განსავითარებლად ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ცენტრი ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და მისი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული და მასში  ორი ციკლოტრონი განთავსდება, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ (IBA) ააწყო და ამ ეტაპზე ტესტირების პროცესს გადის. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის. მეორე ციკლოტრონი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. პროტონული თერაპიის ცენტრი პირველ პაციენტს 2024 წლის დასაწყისში მიიღებს. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here