განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს საამაყო პოლიციელებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს, მადლობა ჩვენს ეკლესიას, საპატრიარქოს, მადლობა ქართველ ხალხს!  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მჯერა, ჩვენი საზოგადოება მთავრობის ინიციატივებს მხარს დაუჭერს და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ჩვენ კი, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, უნდა ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს მთელი გულით, თავდადებით, მაქსუმუმი უნდა გავაკეთოთ, უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, დავძლიოთ სიღარიბე, მშვიდობა და კეთილდღეობა უნდა მოვუტანოთ ჩვენს ხალხს, განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში. მომდევნო წლები უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების, აღმშენებლობის წლები! ყველას დიდი მადლობა, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიმშვიდეს და წარმატებულ ახალ 2022 წელს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი! – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here