საქართველოს სახალხო არტისტის, ჯემალ ჭკუასელის სამოქალაქო პანაშვიდზე, „ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა.
სამების საკათედრო ტაძარში, ბიძინა ივანიშვილმა ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
ჯემალ ჭკუასელი სამების საკათედრო ტაძარში გუშინ გადაასვენეს. მას დღეს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ.
ცნობილი ლოტბარი, ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელი 18 დეკემბერს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here