პირდაპირ ვიტყოდი, რომ ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნება არის ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში სიღარიბე დავამარცხო ჩემს გუნდთან ერთად. ეს არის ყველაზე დიდი ოცნება, რაც მე მაქვს, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა. პრემიერი მიიჩნევს, რომ ქვეყანას ამ მიზნის მიღწევის პერსპექტივა აქვს და ამაში მმართველ გუნდს განახლებული სოციალური პოლიტიკის გეგმა დაეხმარება.

„ეს პროგრამა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვითარებას და სურათს შეცვლის, განწყობას შეცვლის. ეს რომ გაიშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმოიდგინეთ, რომ აბსოლუტურად სხვა დინამიკა იქნება, სხვა პოზიტივი შემოვა და სხვა პროცესები დაიწყება ქვეყანაში. ეს ერთი. მეორე – ეს პირდაპირ ურტყამს სიღარიბეს. წინასწარი გათვლებით, დაახლოებით დამატებით 100 მილიონი ლარის გამოყოფა მოგვიწევს პირველ ეტაპზე და შემდეგ ამ თანხას გავზრდით, ბუნებრივია, იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ხელფასი გადავუხადოთ და სიღარიბის ამ სენს, ამ მტერს მიზნობრივად დავარტყათ“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here