ქვეყანა დამშვიდდა, დაწყნარდა. გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პირობები, იმისთვის, რომ გაცილებით ძლიერი, წარმატებული იყოს 2022 წელი. შემდგომი 3 წელი, სანამ არჩევნები ჩატარდება, უნდა იყო აღმშენებლობის, განვითარების, კეთილდღეობის მომტანი, მშვიდობის, სტაბილურობის წლები, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა 2021 წელს განვითარებული მოვლენებიც შეაჯამა.

„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წარმატებული წელი გვქონდა. ეს წელი შედგა. რამდენიმე ძირითად მიღწევას გამოვყოფდი. პირველი იყო წლის დასაწყისში არსებული ვითარება, ეპიდსიტუაცია, ვაქცინების არ არსებობა, ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც მინუსებში იყო და არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია – პარლამენტი იყო პარალიზებული, ქვეყანა იყო მუდმივი საბოტაჟის წინაშე – არჩევნები, ეს გამოცხადებული რეფერენდუმი. დღეს თუ შევაფასებთ სად ვართ და კიდევ ერთხელ შევაფასებთ როგორ გავიარეთ ეს პერიოდი, ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მართლა წარმატებულ წელი იყო.

წელი დავხურეთ იმით, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გვაქვს 5 მილიონზე მეტი ვაქცინა, რომლითაც ჩვენს მოსახლეობას რეალურად მივეცით არჩევნის საშუალება. უამრავი კამპანია ვაწარმოეთ ამასთან დაკავშირებით. არჩევნები მოვიგეთ. არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და აბსოლუტურად კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში და ამის აღიარება ყველამ ერთად ვიხილეთ. მოვიგეთ ყველა მუნიციპალიტეტში. დავასრულეთ ეს რეფერენდუმი, ეს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. ყოველგვარი სპეკულაცია და რეალურად ყველა კითხვა მოიხსნა შესაძლო, თეორიულ, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ მოვიპოვეთ თითქმის 47% და ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნები.

რაც მთავარია, არჩევნების დღეს და წინა დღეს ქვეყანას ავარიდეთ საკმაოდ დიდი პროვოკაცია და სისხლისღვრაც, არ მოვერიდები ამის თქმას, იმიტომ, რომ დეტალურად ვიცოდით მათი გეგმების შესახებ.

„ჩვენ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ერთად ვიყავით, არჩევნებზე ერთად დავდიოდით. უბრალოდ, მას აქვს თავისი ხედვა, თავისი გეგმები. ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი და იმედი მაქვს კვლავ ვითანამშრომლებთ სხვა პროექტებში. ახალ თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მინდა წარმატება ვუსურვო. იგი არის უაღრესად კვალიფიციური, წესიერი, განათლებული კადრი და ჩვენი გუნდის ერთგული წევრი. მე მჯერა რომ იგი იქნება ეფექტური და წარმატებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დაგეგმილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა და უფლებები რომ ჰქონდეს და მგონი ეს ყველაფერი კარგია.

„დეტალებში არ მინდა შევიდე, პარლამენტს თავისი გეგმა, გრაფიკი და დღის წესრიგი აქვს. მე ვიცი, რომ თვის ბოლომდე პარლამენტი ცდილობს, ყველა მიმდინარე საკითხი დახუროს, შემდეგ, მოგეხსენებათ, არის არდადეგები, ვიდრე გაიხსნება საგაზაფხულო სესია. ალბათ, აქედან გამომდინარე არის ნაკარნახევი, დავარქვათ სიჩქარე. თუმცა, მე ამას სიჩქარეს ვერ დავარქმევდი. მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში – რაიმე უკანონოს აკეთებს ჩვენი პარლამენტი? პასუხი არის მარტივი – არა. შესაბამისად, თუ ჩვენი კანონმდებლობა, საპარლამენტო ცხოვრების, მუშაობის რეგლამენტი ითვალისწინებს მათ შორის დაჩქარებული წესით მიღებას ამა თუ იმ კანონ-პროექტის, მაშინ რატომ არა? კითხვა რაში მდგომარეობს თუ მეორე მხარეს არგუმენტი იქნება ის, რატომ არ მოხდა ამის განხილვა ოპოზიციის ჩართულობით და ა.შ, ვის აქვს ილუზია, რომ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას კონსტრუქციულ რეჟიმში ამა თუ იმ კანონპროექტის განხილვაში. შესაბამისად, დასკვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ ესა თუ ის რეფორმა ემსახურება სამსახურის გაჯანსაღებას, გაძლიერებას და მით უმეტეს, იდეაში, ეს ძალიან კარგად ვიცი, დაგეგმილია ამ სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება. კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ ჰქონდეს, მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი უფლებები და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგია. პერსონალური ცალკე გამოიყოფა, ჩვენ არ ვაუქმებთ, ბუნებრივია და ცალკე იქნება საგამოძიებო სამსახური, კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მეტი უფლებებით“.

ესა თუ ის რეფორმა ემსახურება სამსახურის გაჯანსაღებას, გაძლიერებას და მით უმეტეს, იდეაში, ეს ძალიან კარგად ვიცი, დაგეგმილია ამ სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ ჰქონდეს, მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი უფლებები და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგია.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის გადასაწყვეტი, ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება; ბუნებრივია, კანონმდებლები იმიტომ გვყავს და იმიტომ ვირჩევთ, რომ მათ მუდმივად იფიქრონ, იმსჯელონ, იმუშაონ, თუ როგორ დახვეწონ კანონმდებლობა და ინსტიტუტები, რომ ინსტიტუტები მოიმართონ კიდევ უფრო ეფექტურად და ეფექტურად მოემსახურონ ჩვენს მოსახლეობას, ამაში არსებობს მთავარი აზრი და იდეა. რა არის ქვეყანაში არსებული ინსტიტუტების მთავარი დანიშნულება – ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას მოემსახურონ ეფექტიანად. თუ ხელისუფლება თვლის, ანალიზს უკეთებს და ეს გამყარებულია სათანადო არგუმენტებით, ეს არის ხელისუფლების პრეროგატივა და აბსოლუტურად ექსკლუზიური დისკრეციული უფლება, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის შეცვალოს, გააუმჯობესოს ესა თუ ის ინსტიტუტი, სამსახური, რეფორმა ჩაატაროს. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ სტატიკური მდგომარეობაა და არაფერს ვეხებით, ეს ეწინააღმდეგება მთავარ იდეას და პრინციპს. ეს არის ცოცხალი პროცესი. სახელმწიფო ცხოვრობს, მუშაობს, სიტუაცია მუდმივად იცვლება. დეტალებში არ მინდა შევიდე, პარლამენტს თავისი გეგმა, გრაფიკი და დღის წესრიგი აქვს. მე ვიცი, რომ თვის ბოლომდე პარლამენტი ცდილობს, ყველა მიმდინარე საკითხი დახუროს, შემდეგ, მოგეხსენებათ, არის არდადეგები, ვიდრე გაიხსნება საგაზაფხულო სესია. ალბათ, აქედან გამომდინარე არის ნაკარნახევი, დავარქვათ სიჩქარე. თუმცა, მე ამას სიჩქარეს ვერ დავარქმევდი. მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში – რამე უკანონოს აკეთებს ჩვენი პარლამენტი? პასუხი არის მარტივი – არა. შესაბამისად, თუ ჩვენი კანონმდებლობა, საპარლამენტო ცხოვრების, მუშაობის რეგლამენტი ითვალისწინებს მათ შორის დაჩქარებული წესით მიღებას ამა თუ იმ კანონ-პროექტის, მაშინ რატომ არა?! კითხვა რაში მდგომარეობს? თუ მეორე მხარის არგუმენტი იქნება ის, რატომ არ მოხდა ამის განხილვა ოპოზიციის ჩართულობით და ა.შ., ვის აქვს ილუზია, რომ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას კონსტრუქციულ რეჟიმში ამა თუ იმ კანონპროექტის განხილვაში. შესაბამისად, დასკვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ ესა თუ ის რეფორმა ემსახურება სამსახურის გაჯანსაღებას, გაძლიერებას და მით უმეტეს, იდეაში, ეს ძალიან კარგად ვიცი, დაგეგმილია ამ სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება. კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ ჰქონდეს, მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი უფლებები და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგია. პერსონალური ცალკე გამოიყოფა, ჩვენ არ ვაუქმებთ, ბუნებრივია და ცალკე იქნება საგამოძიებო სამსახური, კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მეტი უფლებებით. მე არ მინდა, ინდივიდებზე ვილაპარაკო, ამ შემთხვევაში ქალბატონ ლონდა თოლორაიაზე, შემიძლია აქედან საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო ქალბატონ ლონდას, მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში, ვიცი, რომ იგი არის ძალიან კვალიფიციური, ძალიან გამოცდილი კადრი, თუ არ ვცდები, მანამდე მუშაობდა პროკურატურაში წლების განმავლობაში, შემდეგ – პოლიციაში. ჩვენ სიამოვნებით, თუ მას აღარ მოუნდება, მიიღოს მონაწილეობა ან ერთი, ან მეორე სამსახურის კონკურსში, მას ყველა კარი აქვს ღია და მე პირადად აქედან ვუკეთებ შეთავაზებას. ასე რომ პიროვნული ამ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა ხელისუფლებას, პარლამენტს და ჩვენ ამ ხედვას მივყვებით“.

პირდაპირ ვიტყოდი, რომ ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნება არის ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში სიღარიბე დავამარცხო ჩემს გუნდთან ერთად. ეს არის ყველაზე დიდი ოცნება, რაც მე მაქვს.

„ეს პროგრამა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვითარებას და სურათს შეცვლის, განწყობას შეცვლის. ეს რომ გაიშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმოიდგინეთ, რომ აბსოლუტურად სხვა დინამიკა იქნება, სხვა პოზიტივი შემოვა და სხვა პროცესები დაიწყება ქვეყანაში. ეს ერთი. მეორე – ეს პირდაპირ ურტყამს სიღარიბეს. წინასწარი გათვლებით, დაახლოებით დამატებით 100 მილიონი ლარის გამოყოფა მოგვიწევს პირველ ეტაპზე და შემდეგ ამ თანხას გავზრდით, ბუნებრივია, იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ხელფასი გადავუხადოთ და სიღარიბის ამ სენს, ამ მტერს მიზნობრივად დავარტყათ“.

ვესაუბრები მსხვილ თუ საშუალო ბიზნესს, ბანკირებს და ვიცი მათი განწყობები, კიდევ უფრო მეტს გააკეთებენ, რადგან სამი წელი გვაქვს სტაბილურობის ხანა, აღმშენებლობისა და განვითარების პერიოდი.

„გავხსენით ეკონომიკა, ავამუშავეთ ტურიზმი, ყველა დარგი და შედეგიც სახეზეა. ბიზნესი გამოგვყვა და კიდევ მეტი მოლოდინი გვაქვს 2022 წელს. ვესაუბრები მსხვილ და საშუალო ბიზნესმენებს, ბანკირებს და ვიცი მათი განწყობები, კიდევ უფრო მეტს გააკეთებენ, რადგან სამი წელი გვაქვს სტაბილურობის ხანა, აღმშენებლობისა და განვითარების პერიოდი. ყველა ბიზნესმენი, მეწარმე თუ ფერმერი გააფართოებს და გააძლიერებს თავის აქტივობას“.

ძალიან ბევრი დასახელება წამლის, რომელიც ყოველდღიურ მოხმარებაშია და მოთხოვნადი წამალია, თუ ჩვენთან ღირს დავუშვათ 10 ლარი, ჩვენს მეზობელ თურქეთში შეიძლება ღირდეს 1-2 ლარი და ეს არის წამლები, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია.

„თურქეთში ძალიან განვითარებულია ფარმაცევტული სფერო, ბიზნესი. უმაღლესი ტექნოლოგიების ფარმაცევტული ქარხნები დადგეს ბოლო წლებში და ეს ყველა ნორმალური და ცივილიზებული ქვეყნის მიერ არის აღიარებული. თურქეთიდან დღეს რატომღაც აკრძალულია წამლების შემოტანა, იმპორტი. დავსვი კითხვა, რატომ? პასუხი არავის აქვს. ეს ერთი მაგალითი ვთქვი. როგორც კი ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამას შეიძლება ძალიან სწრაფი ეფექტი ჰქონდეს და მაშინვე შეიძლება გაიაფდეს წამლები. ეს მაგალითისთვის გითხარით. ბუნებრივია, სხვა ღონისძიებებიც გვაქვს დაგეგმილი და მე ახალს არაფერს ვაკეთებ. თქვენ ახსენეთ, რომ შეიძლება ვერევი ბიზნესში, მაგრამ მთავარი მოტივაცია არის პირველი – ხალხი, მოსახლეობა და ჩვენი ქვეყანა და შემდეგ – დანარჩენი სხვა. ეს გზა გაიარა ევროპამ. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, შესაბამისად რაც არის აპრობირებული, გამოცდილი და დადასტურებული ევროპაში და ცივილიზებულ სამყაროში, ისე უნდა გავაკეთოთ ჩვენც. ახალი ველოსიპედის გამოგონებას ჩვენ აქ არ ვაპირებთ“.

ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრად შევარჩიე იმიტომ, რომ ის არის ძალიან წესიერი, მაღალკვალიფიციური, მაღალი დონის მენეჯერი, მაღალი დონის ფინანსისტი, ბიზნესის მაგისტრი და მე თავად მაქვს გამოცდილება და მყავს იგი ნანახი ბევრ სიტუაციაში, როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი.

„ეკა ტიკარაძე თავისი გადაწყვეტილებით გადადგა. მას მადლობა გამოვუცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მადლობა მას ამ საქმიანობისთვის იმიტომ, რომ ძალიან რთულ პერიოდში მოუწია მინისტრობა, პანდემიის დროს, ფაქტობრივად ორი წელი და მინდა მას წარმატება ვუსურვო. რაც შეეხება ზურაბ აზარაშვილს და ზოგადად, ჩემს გადაწყვეტილებას, მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ეს სამინისტრო არის უზარმაზარი. აქ შედის როგორც ჯანდაცვა, ასევე დევნილთა საკითხები, დასაქმება, სოციალური პოლიტიკა, რომელიც საჭიროებს მაღალკვალიფიციურ მენეჯერს, მმართველს, რომელიც ყველა მიმართულებას სათანადოდ დაალაგებს და მოიყვანს წესრიგში.

რატომ შევარჩიე ზურაბ აზარაშვილი – იმიტომ, რომ ის არის ძალიან წესიერი, მაღალკვალიფიციური, მაღალი დონის მენეჯერი, მაღალი დონის ფინანსისტი, ბიზნესის მაგისტრი და მე თავად მაქვს გამოცდილება და მყავს იგი ნანახი ბევრ სიტუაციაში, როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი. მე იგი დავნიშნე „დელტას“ ხელმძღვანელად, შემდეგ „თბილავიამშენის“ გენერალურ დირექტორად და ბევრი წარმატებული პროექტი ერთად განვახორციელეთ. მე მაშინ დავინახე ის უნარები, გონიერება, კეთილსინდისიერება, საქმისადმი დამოკიდებულება, მისი უნარები, რომ სიღრმეში ჩავიდეს და გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს.

მთავარი მოტივაცია ისაა, რომ ეს სამინისტრო მართავს ბიუჯეტის თითქმის მესამედს – 6 მილიარდ ლარს. ახლა მე ვიწყებ ისეთ ამბიციურ პროექტს, როგორიც არის საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა. მე ვცვლი სოციალურ პოლიტიკას. მე ვფიქრობ, რომ არსებული სოციალური პოლიტიკა არის საზოგადოების პრობლემა და გამოწვევა, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ რეფორმას და გარდაქმნას. ევროპული გამოცდილება შევისწავლეთ. ჯგუფიც მყავდა გაშვებული ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, რომელთაც ჩამომიტანეს საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც ევროპაში აპრობირებული და გამოცდილია. მინდა, რომ შევცვალო სოციალური პოლიტიკა – ეს არის ჩემი ამბიცია, გეგმა, ოცნებაც დაარქვით. ის მანკიერი სოციალური პოლიტიკა, რომელმაც თავისი თავი უკვე ამოწურა… თითქმის 300 000 შრომისუნარიანი ადამიანი დღეს არის პრაქტიკულად ხელბორკილდადებული. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ არ იმუშაოთ, შეეგუეთ სიღარიბეს და იცხოვრეთ მუდმივად სიღარიბეში. ეს არის კატასტროფა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამიტომ არის საშინელი დეპრესია, ნიჰილიზმი, უპერსპექტივობის განცდა ამ ადამიანებში. 600 000 სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს და სახელმწიფო მათ უხდის სოციალურ დახმარებას, რატომ? იმისთვის, რომ არ იმუშაონ. ეს დანაშაულია“.

როდესაც შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებას ვიღებდი, ბუნებრივია რისკები, რაც თან ახლდა ამ გადაწყვეტილებებს, კარგად მქონდა გააზრებული. შეიძლება სისტემას ვერ გაეძლო, პროპორციული ეფექტი არ ყოფილიყო, მაგრამ მე ამაზე წავედი და ვთქვი, რომ არ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკის ჩაკეტვა. ჩაკეტვით ჩვენ პანდემიას ვერ შევაჩერებთ.

​„მადლობა ჩვენს ბიზნესს. მე მქონდა შეხვედრები მათთან და ყველას აქვს ძალიან სწორი განწყობები. ბიზნესი წამოგვყვა ჩვენ, რომ იტყვიან გამოგვყვა. ძალიან არის გააქტიურებული მცირე, საშუალო, მსხვილი ბიზნესი. აბსოლუტურად ყველა მიმართულება, ყველგან გააქტიურებულია ბიზნეს აქტივობა. შედეგი არ არის შემთხვევითი. გაიხსნა ეკონომიკა, პოლიტიკური სიტუაცია გავხადეთ პროგნოზირებადი. სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და სახელმწიფო უნდა იდგეს მტკიცედ, რომ ბიზნესს ხვალინდელი დღისა და არასტაბილურობის შიში არ ჰქოდნეს. წელს უპერეცედენტო ზრდა გვაქვს. ირლანდიის შემდეგ გვაქვს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. წელს მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება“.

ჩვენი მოსახლეობის ფული, მილიარდ 500 მილიონი იხარჯება ონლაინ კაზინოებში, რაც კატასტროფა და დანაშაულია.

მთავრობის მეთაურმა პარლამენტის დეპუტატებს მის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აზარტული თამაშების გამო კიდევ უფრო გაღარიბდა და გაღატაკდა სოციალურად დაუცველი ფენა, რომელიც ადვილად მოწყვლადია და მათი ნაწილი, აზარტული თამაშების გარდა ნარკომანიასა და სხვა გაუგებარ საქმიანობაშია ჩართული, რისი შეცვლაც აუცილებელია.

„მინდა, პარლამენტს და თითოეულ დეპუტატს მადლობა გადავუხადო, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას, რომელიც აზარტულ თამაშებს არეგულირებს. ინიციატივა ბოლომდე მივიყვანეთ და ეს კანონი მივიღეთ. ასაკობრივი ზღვარი ავწიეთ 25 წლამდე და ეს იყო ყველაზე კრიტიკული იმიტომ, რომ ახალგაზრდები ლუდომანიისა და აზარტული თამაშების მანკიერ მხარეებს სამწუხაროდ ვერ აცნობიერებენ. ამ თამაშების გამო კიდევ უფრო გაღარიბდა და გაღატაკდა ჩვენი მოსახლეობა და გაღატაკდა ვინ?! ძირითადად სოციალურად დაუცველი ფენა, ისევ ღარიბები. წარმოიდგინეთ, ჩვენი მოსახლეობის ფული, მილიარდ 500 მილიონი იხარჯება აი ამ გაუგებარ აზარტულ თამაშებში, ონლაინ კაზინოები მაქვს მხედველობაში. ეს ხომ კატასტროფა და დანაშაულია?! რა თქმა უნდა უკეთესია, რომ ეს მილიარდ ნახევარი თავიანთი ოჯახებისთვის, შვილებისთვის, პირადი კომფორტისთვის გამოიყენონ და აი ამ გადაწყვეტილებას დავეხმარეთ. ეს ფენა უფრო ადვილად მოწყვლადია და მათი ნაწილი, აზარტული თამაშების გარდა ნარკომანიასა და სხვა გაუგებარ საქმიანობაშია ჩართული, ეს უნდა შევცვალოთ უკეთესობისკენ. ეს ადამიანები უნდა ჩავრთოთ სამუშაო ადგილების შექმნაში, სპორტი და სხვა ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა შევთავაზოთ ამ ადამიანებს“.

ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ფინანსური ხარჯების კონტროლი, იმიტომ, რომ წელს მილიარდი ლარი დავუმატეთ ჯანდაცვას და ასეულობით მილიონი ლარის ხარჯვას, ბუნებრივია, სჭირდება ეფექტიანი კონტროლი და ამას გააკონტროლებს სწორედ ახალი მინისტრი, ბატონი ზურა აზარაშვილი.

„მოქმედი პირველი მოადგილე, ქალბატონი თამარ გაბუნია არის ბრწყინვალე სპეციალისტი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური კადრი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით ქვეყანაში. მე მქონდა საუბარი ძალიან ბევრ ავტორიტეტულ ექიმთანაც, მანამ, სანამ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას და მათი შეფასებაც ასეთივეა. ასე რომ, დღეს ამ მიმართულებას ჰყავს თავისი კურატორი, მინისტრს ჰყავს მოადგილე. მე ვიცი, რომ ის დარჩება, ალბათ ამას თავად მინისტრი გადაწყვეტს, მაგრამ მე გამიხარდება, თუ ის გააგრძელებს მუშაობას. ერთ-ერთი მიმართულება არის ჯანდაცვის მიმართულება, იქ უნდა გავაგრძელოთ და მთავარი კონტროლი, აქცენტი და ყურადღება უნდა გადავიტანოთ ხარისხიან ჯანდაცვაზე, ხარისხიან მომსახურებაზე, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს ხარისხიანი ჯანდაცვა და ის სერვისები, რომელიც მოსახლეობას მიეწოდება, კიდევ უფრო დავხვეწოთ.

მე ძალიან გავაკონტროლებ და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ფინანსური ხარჯების კონტროლი, იმიტომ, რომ წელს მილიარდი ლარი დავუმატეთ ჯანდაცვას და ასეულობით მილიონი ლარის ხარჯვას, ბუნებრივია, სჭირდება ეფექტიანი კონტროლი და ამას გააკონტროლებს სწორედ ახალი მინისტრი, ბატონი ზურა აზარაშვილი, რომელიც ძალიან მაღალი დონის მენეჯერია.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, უნდა ავაწყოთ ისეთი გამართული სისტემა, რომელიც ამ ამბიციურ გეგმას – 300 000 ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს. ეს უნდა იმართოს, როგორც ჯარი იმართება, დაახლოებით ისე, იმიტომ, რომ ერთი, ამ ადამიანებს კარგად უნდა განვუმარტოთ, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება ამ პროგრამაში, არ მოეხსნებათ ეს დახმარება, არამედ ხელფასის სახით გადავუხდით. მინიმუმ იმდენი იქნება მათი ანაზღაურება, რამდენიც ახლა აქვთ, მაგრამ ჩემი ამოცანაა, რომ ეს კიდევ უფრო გაიზარდოს, გაორმაგდეს და ა.შ. აქ, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ კერძო სექტორიც ჩაერთვება, ბიზნესი დაინტერესდება და ვიცი, ძალიან ბევრი მოთხოვნაა რეგიონებში, იქნება ეს სეზონური, თუ ყოველდღიური სამუშაო, უამრავი სხვა.

ამიტომ, რაც შეეხება კითხვას – სად ვასაქმებთ – უამრავი საზოგადოებრივი სამუშაო არსებობს, ამის იდენტიფიცირება უკვე დაწყებული გვაქვს, ამაზე ჯგუფი შექმნილი მაქვს და მუშაობენ ამის თაობაზე, დაწყებული, იქნება ეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, წყლის პროექტები, მშენებლობა, თუ მაგალითად ტყეების გაშენება, ახლა ვიწყებთ პლანტაციების აღდგენას, ხეების გაშენებას, ურბანული განახლების პროექტები, მოგეხსენებათ, რომ ყველა რეგიონში მე დავიწყე ურბანული განახლების პროგრამები. პროცესში გამოიკვეთება მათი უნარებიც, მოხდება შეფასებაც, გადაფასებაც, დაწინაურებაც, წახალისება და ა.შ. ძალიან მასშტაბური პროცესი დაიწყება მთელს ქვეყანაში. მათ მიეცემათ ღირსეული ხელფასი და ამ მიმართულებით გარდატეხას შევიტანთ ამ სიტუაციაში“.

ახლა მე ვიწყებ ისეთ ამბიციურ პროექტს, როგორიც არის საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა. მე ვცვლი სოციალურ პოლიტიკას.

„ევროპული გამოცდილება შევისწავლეთ. ჯგუფიც მყავდა გაშვებული ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, რომელთაც ჩამომიტანეს საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც ევროპაში აპრობირებული და გამოცდილია. მინდა, რომ შევცვალო სოციალური პოლიტიკა – ეს არის ჩემი ამბიცია, გეგმა, ოცნებაც დაარქვით, – ის მანკიერი სოციალური პოლიტიკა, რომელმაც თავისი თავი უკვე ამოწურა. თითქმის 300 000 შრომისუნარიანი ადამიანი დღეს არის პრაქტიკულად ხელბორკილდადებული. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ არ იმუშაოთ, შეეგუეთ სიღარიბეს და იცხოვრეთ მუდმივად სიღარიბეში. ეს არის კატასტროფა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამიტომ არის საშინელი დეპრესია, ნიჰილიზმი, უპერსპექტივობის განცდა ამ ადამიანებში“.

„მინდა, რომ შევცვალო სოციალური პოლიტიკა – ეს არის ჩემი ამბიცია, გეგმა, ოცნებაც დაარქვით. ის მანკიერი სოციალური პოლიტიკა, რომელმაც თავისი თავი უკვე ამოწურა… თითქმის 300 000 შრომისუნარიანი ადამიანი დღეს არის პრაქტიკულად ხელბორკილდადებული. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ არ იმუშაოთ, შეეგუეთ სიღარიბეს და იცხოვრეთ მუდმივად სიღარიბეში. ეს არის კატასტროფა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამიტომ არის საშინელი დეპრესია, ნიჰილიზმი, უპერსპექტივობის განცდა ამ ადამიანებში. 600 000 სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს და სახელმწიფო მათ უხდის სოციალურ დახმარებას, რატომ? იმისთვის, რომ არ იმუშაონ. ეს დანაშაულია“.

„მედიკამენტების ფასები რომ გაზრდილია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მე მქონდა აბსოლუტურად ღია და გულწრფელი საუბარი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან. ბაზრის ყველა მსხვილი მოთამაშე მოვიწვიეთ, მათ ღიად ვესაუბრე, ვუთხარი, რომ ეს არის ჩვენი სურვილი. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე მათგანაც და ახლა, როგორც კი ახალი მინისტრი შევა, უკვე დაგეგმილი მაქვს ორი-სამი ისეთი ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ დაარტყამს მედიკამენტების ფასებს. ბაზარს დავარეგულირებთ, კიდევ უფრო გავხსნით, კიდევ უფრო გავამარტივებთ ხარისხიანი მედიკამენტების იმპორტს, რომ მოსახლეობას უფრო ფართო არჩევანი ჰქონდეს, ეს ერთი და მეორე, ნაკლები გადაიხადონ ჯიბიდან“.

„როცა შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებებს ვიღებდი, ბუნებრივია, ის რისკები, რაც ამ გადაწყვეტილებებს ახლდა, კარგად მქონდა გააზრებული. შეიძლება არ გამოსულიყო, შეიძლება სისტემას ვერ გაეძლო, ეფექტი პროპორციული არ ყოფილიყო, მაგრამ მე ამაზე წავედი და ვთქვი, რომ არ შეიძლება, არასწორია ეკონომიკის ჩაკეტვა, ამით ჩვენ პანდემიას ვერ შევაჩერებთ. უნდა შემოვიტანოთ ვაქცინები ნებისმიერ ფასად, მოსახლეობას მივცეთ არჩევანის საშუალება და მეორე – გავხსნათ ბიზნესი დავეხმაროთ ბიზნესს და ეკონომიკა აღვადგინოთ. მადლობა ბიზნესის წარმომადგენლებს, ყველას აქვს სწორი განწყობები და რაც მთავარია ბიზნესი გამოგვყვა ჩვენ. ძალიან არის გააქტიურებული ბიზნესის ყველა მიმართულება. შედეგი არ არის შემთხვევითი. სიტუაცია გავხადეთ პროგნოზირებადი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბიზნესმა გაიგოს, რას გეგმავს მთავრობა. ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა, რათა ბიზნესს არ ჰქონდეს ხვალინდელი დღის, არასტაბილურობის შიში. ამიტომ, წელს უპრეცენდენტო ზრდა გვაქვს. არა მხოლოდ რეგიონში და ევროპაში – ირლანდიის შემდეგ გვაქვს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. წელს მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება. შედეგი სახეზეა. ბიზნესი გამოგვყვა და კიდევ უფრო მეტი მოლოდინი გვაქვს 2022-ში. ვიცი მათი განწყობები, კიდევ მეტს გააკეთებენ, რატომ – 3 წელი გვაქვს სტაბილურობის ხანა, აღმშენებლობის, განვითარების პერიოდი, ამიტომ ყველა გააორმაგებს თავის აქტივობას“.

ჩემი ხედვა იყო, ყველა სამინისტროს გაემზადებინა არა 1-2-წლიანი, არამედ გრძელვადიანი, მინიმუმ ათწლიანი განვითარების გეგმა და ხედვა. თუ ჩვენ, ქვეყანამ და ხალხმა არ ვიცით, სად მივდივართ, სად გვინდა რომ ვიყოთ წელს, ორი წლის შემდეგ, ათი წლის შემდეგ, რთულია ორიენტირება, რთულია, დაგეგმო შენი მომავალი.

მთავრობის მეთაურმა ათწლიანი განვითარების გეგმაზე ისაუბრა, რომელიც მისი დავალებით ყველა უწყებამ შეიმუშავა და აღნიშნა, რომ არსებობს ძალიან მკაფიო სურათი და ხედვა, მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით.

„ამიტომ, მე დავავალე ყველა მინისტრს და უმოკლეს ვადაში, პრაქტიკულად ჩვენ 6 თვეში დავასრულეთ, ყველა უწყებას ჰქონდა პრეზენტაცია. პირველი დრაფტები ჩვენ დაახლოებით 3 თვეში გავაკეთეთ და საბოლოო ჯამში მთელი დოკუმენტი შეიკრა 6 თვეში. ეს არის ის ჩარჩო-დოკუმენტი, სტრატეგიული ხედვა, თუ როგორ განვავითაროთ ეკონომიკა, მრეწველობა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, რეგიონები, ყველა მიმართულება, ჯარი, პოლიცია, ჯანდაცვა, განათლება თუ სხვა. გვაქვს ძალიან მკაფიო სურათი და ხედვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული მიმართულებით, მათ შორის რიკოთის უღელტეხილზე.

„რიკოთის მონაკვეთი სრულად დასრულდება 2024-ში და მთლიანად გაიხსნება. ეს არის გრანდიოზული, ისტორიული, საუკუნის პროექტი, საკმაოდ ძვირადღირებული, მაგრამ ეს იქნება თაობებისთვის, საშვილიშვილო პროექტია. ეს იქნება და იქნება, ამხელა მაგისტრალები და თბილისიდან ბათუმში ჩავალთ 3,5 საათში. წითელი ხიდიდან სარფამდე სულ რაღაც 4,5 საათი დაგვჭირდება. ასევე დავიწყეთ ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, 7-კილომეტრიანი გვირაბი, რომლისთვის ჩინეთში დამზადდა სპეციალური გვირაბის მთხრელი მანქანა-დანადგარი და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ეს დაახლოებით მილიარდი ჯდება. ეს რატომ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ზამთრის პერიოდში ზვავსაშიშროებაა და იკეტება გზა. 1 საათში ჩავალთ გუდაურში და ყაზბეგში – 1,5 საათში, როცა ეს ყველაფერი დასრულდება. ეს დასრულდება სულ რაღაც 3 წელში. კახეთში დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ აშენდეს ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, შიდა გზებს და ინფრასტრუქტურას სჭირდება მოვლა“.

საქართველოს კავკასიაში ყოველთვის ჰქონდა და აქვს სწორი ადგილი და როლი კავკასიაში და ეს მიმართულება უნდა გავაძლიეროთ.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომელიც ჩვენ შევქმენით. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი მედიატორობით მოხდა ეს ყველაფერი და შევქმენით პრეცედენტი ორ ჩვენს მეგობარ მეზობელ სახელმწიფო შორის. საქართველოც აღმოჩნდა, როგორც მეგობარი და მნიშვნლოვანი წვლილი შევიტანეთ მშვიდობასა და სტაბილურობაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდა სომხეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. მე პირადად ამ პროცესში დიდი ძალისხმევა ჩავდე. მქონდა საუბარი პრეზიდენტ ალიევთან, პრემიერ ფაშინინთან არაერთგზის და გავაცანი ეს ინიციატივა. საქართველოს კავკასიაში ყოველთვის ჰქონდა და აქვს სწორი ადგილი და როლი კავკასიაში და ეს მიმართულება უნდა გავაძლიეროთ. მე მაქვს ძალიან კარგი, თბილი და სანდო ურთიერთობა ორივე ლიდერთან – პრეზიდენტ ალიევთან და პრემიერ ფაშინიანთან. გვაქვს ძალიან გახსნილი, ძმური, მეგობრული ურთიერთობა, გახსნილი კომუნიკაცია და ვფიქრობ, ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ გამოვიყენოთ ეს სიტუაცია რეგიონში ახალი რეალობის შესაქმნელად. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის განწყობები, რომელიც ორივე ლიდერისგან მომდინარეობს. ორივე ლიდერია დაინტერესებული, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა, ახალ ეტაპზე გადავიდეს მათი ურთიერთობებიც, რომ ვისაუბროთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ენერგეტიკაზე, ვაჭრობაზე და ა. შ. და საბოლოო ჯამში, სამივე ქვეყანა თუ მოვახერხებთ ბევრი ასეთი წარმატების მაგალითების შექმნას, ეს სამივე ქვეყანას და რეგიონს წაადგება“.

„თურქეთთან ჩვენ ძალიან ახლო, მეგობრული, ძმური ურთიერთობა გვაქვს. მე მადლიერი ვარ პრეზიდენტ ერდოღანის განსაკუთრებული, გულთბილი დახვედრისთვის. ჩვენ არაერთი შეხვედრა და მათ შორის, სატელეფონო საუბარი გვქონდა და გულახდილი, ძალიან გახსნილი და გულწრფელი ურთიერთობა გვაქვს. თურქეთი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა რეგიონში და გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ, გავაღრმაოთ ეს ურთიერთობები. ამ მიმართულებით მე ყველაფერს ვაკეთებ და მიხარია, რომ იგივე განწყობაა თურქეთის პრეზიდენტისგან. რა თქმა უნდა, თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია რეგიონში ვაჭრობის, ეკონომიკის განვითარება, ენერგეტიკული პროექტების განხორციელება და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ამბიციური გეგმაც გვაქვს დასახული. ვფიქრობ, რომ დღეს არის ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს ურთიერთობები“.

მე ვფიქრობ, ეს რთული გასაკეთებელია. ძალიან ბევრი მეუფის, სასულიერო პირის განცხადება მოვისმინე და სრულად ვიზიარებ, რომ თუ ადამიანი არ მოინანიებს და ჯერ ერთი, არ აღიარებს თავის დანაშაულს, თუ არ დავარქმევთ სახელს ყველაფერს და თუ არ გეტყვის ადამიანი, რომ კი, ასეა ნამდვილად, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია და უბრალოდ რთულად მესახება ეს ყოველივე

„პოლარიზაციის დონე არის საკმაოდ მაღალი და ჩვენ ეს არ გვჭირდება, ჩვენს ინტერესებში არ შედის, თუმცა ვისგან მომდინარეობს – ჩვენ თუ ამ კითხვას დავსვამთ, პასუხი ძალიან მარტივია – ეს არ მომდინარეობს არამც და არამც ჩვენგან, ეს მოდის ამ დესტრუქციული ძალისგან. ასე რომ, ყველას გაეცემა სათანადო პასუხი. ყველას გავცემთ და მივუჩენთ სათანადო ადგილს. თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე უარის თქმა, რევანშზე უარის თქმა და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გაგვიხარდება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, რთულად მესახება ეს პროცესი, იმიტომ, რომ ვუყურებ რა ამ ადამიანის ქმედებებს და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს რთული გასაკეთებელი იქნება, თუმცა გამიხარდებოდა. წარმატებებს ვუსურვებ ამ იდეის ავტორს და ინიციატორს“.

„ნახეთ, რა ხდება ევროპაში, როგორი სიტუაციაა, საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა იგივე უკრაინასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. ბრიუსელში ვიყავი და იქ ბუნებრივია, მოვისმინე შეშფოთებები და განწყობები, რომელიც ევროპაში არსებობს. იგივე, გაზის ფასი რომ ავიღოთ, 1800$ ზე არის ასული კუბური მეტრი გაზი, მაშინ, როცა საქართველოს სტაბილურად მოეწოდება გაზი მეზობელი სახელმწიფოებისგან. ამ ყველაფერს შენარჩუნება, გაძლიერება და განმტკიცება სჭირდება. ეს შესაძლებელია მხოლოდ გონივრული პოლიტიკით და პრაგმატული და პროგნოზირებადი პოლიტიკოსების მეშვეობით და არა არაპროგნოზირებადი, ავანტიურისტი და არასტაბილური ადამიანების პირობებში“.

„არ მინდა ოპონენტების ამ აბსურდულ ცილისწამებაზე კომენტარი გავაკეთო, ფაქტი არის ჯიუტი და ფაქტი ყველასთვის ნათელია, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მოკაშკაშე ვარსკვლავი. ჩვენი მისწრაფებებით, ჩვენი შედგებით და ეს დადასტურდა ბრიუსელის სამიტზეც, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მისწრაფებას. ჩვენი ამბიციაა, 2024 წელს გავაკეთოთ ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ამის შემდეგ, ბუნებრივია, დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, თუმცა, აქვე მინდა, შევახსენო ჩვენს მოსახლეობას, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს, ჩემი პირველი პრემიერობის დროს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და უვიზო რეჟიმის გეგმა, სავალდებულო შესასრულებელი გეგმა ჩემს დროს დაიხურა, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ დღეს ჩვენ ევროპაში უვიზოდ დავდივართ და ფართოდ არის გაღებული ყველა კარი. ეს არის რეალური შედეგი ძალიან მოკლე პერიოდში. ამას გარდა, მინდა ყველას შევახსენო, რომ იმ ფონზე, როდესაც მე ვახსენე უკრაინა და უამრავი პრობლემა, რომელიც მსოფლიოში არსებობს, უამრავი კრიზისი, ავღანეთი, შემდეგ ყარაბაღის ომი და უამრავი სხვა სირთულე, ჩვენ ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში და ჩვენს ტერიტორიაზე ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად და ვახერხებთ მშვიდობას და სტაბილურობის შენარჩუნებას. ჩვენ ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით შევძელით დეესკალაცია, სიტუაციის დარეგულირება, პროგნოზირებადობა. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის მიზანია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, მაგრამ იქამდე მივიდეთ. ამას სჭირდება კარგად გააზრებული დეოკუპაციის გეგმა, როგორ მივდივართ. თუ ამ საგიჟეთში, ქაოსში ვიქნებით და ამ ადამიანების დღის წესრიგით ვიცხოვრებთ, რა თქმა უნდა, ვერაფერს მივაღწევთ. ამიტომ, ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ მხოლოდ საქმეზე. საქმე, საქმე და საქმე. საქმე უნდა ვაკეთოთ“.

„ყველა საჯარო მოხელეს მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და სამწუხაროა, რომ ბოლო წლების განმავლობაში არ გაზრდილა მათი ხელფასები, რაც პრობლემაა. ჩვენ გავზარდეთ პენსიები. პენსია გახდება 270 ლარი მინიმუმ. 2022-ში იქნება 300 და 330 ლარი. ყველა საჯარო მოხელეს ხელფასი გაეზრდება, მათ შორის, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, პედაგოგებს, ექიმებს და გვინდა, რომ ეს პროცესი შევინარჩუნოთ, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი. ჩემი დავალებით ვმუშაობთ ამ გეგმაზე და უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ“.

„ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ ეს გავაორმაგოთ, რათა დავეწიოთ საშუალო ევროპულ დონეს და განვითარების ტემპებს. ჩვენი მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგი, მხოლოდ საქმე, მხოლოდ შრომა. მე არ მაინტერესებს რას იტყვის ჩვენი ოპოზიცია. თუ ამ საქმეებზე ექნებათ კონკრეტული კრიტიკა, საქმიანი, შინაარსიანი, მე მზად ვარ, რომ მათთან პარლამენტში გავაგრძელო“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here