საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მედიკამენტებზე ფასების კლების მიმართულებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას მთავრობა მიმდინარე კვირას მიიღებს. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იგეგმება თურქეთის ბაზრის გახსნა და იქიდან ხარისხიანი მედიკამენტების შემოტანა საქართველოში და ასევე საკანონმდებლო ბაზის შეცვლა, რაც პრემიერის თქმით, მედიკამენტებზე ფასებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი დაპირება შესრულდა – აზარტული თამაშების საკითხი დარეგულირდა ქვეყანაში, პარლამენტს მადლობა, კიდევ ერთხელ, რომ მიიღეს შესაბამისი კანონი.

კიდევ ერთი დაპირება, რაც ჩვენ გვაქვს მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ამ თემაზე ჩვენ ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტებზე ფასებს. ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა, ახალი მინისტრი უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს, მათ ერთად დაგეგმეს შემდგომ გასატარებელი ღონისძიებები. ჩვენ, ასევე, ვაპირებთ, რომ გავხსნათ თურქეთის ბაზარი, თურქეთიდან შემოვიდეს ხარისხიანი, მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ჩვენი პროგნოზებით, ძალიან გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე და ამის გარდა, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას ამ მიმართულებით“,- განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here