„ბორჯომის“ მესაკუთრე სანქცირებულია და აქტიურად ვმუშაობთ, ამის თაობაზე ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას, დღეს არ მინდა დეტალებზე საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.

„მთავარი ჩვენი მოტივაცია არის ის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ყველა მიმართულებით, მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს ენერგეტიკა, ეკონომიკა, ყველა მიმართულებით. აი, მაგალითად, ახლა, ბოლო დღეებში გვესმის ჩვენ პრობლემა „ბორჯომის“ აქციებზე. მოგეხსენებათ, რომ „ბორჯომის“ მესაკუთრე არის სანქცირებული და ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ. ამის თაობაზე ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას. მე არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო დღეს, მაგრამ იცოდეთ, გარწმუნებთ – ჩვენ ყველა ამ პრობლემაზე, ყველა ამ საკითხზე ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here