ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში თავისი მთელი ქონება, რომელიც უცხო ქვეყნებში დააგროვა, ჩამიტანა და დახარჯა ქველმოქმედებაში. თქვენთვის, ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობაა, რასაც დღეს, საქართველოს მთავრობა აგრძელებს.

„3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ერთმა კაცმა, ჩვენი ქვეყნისთვის. უამრავი რეფორმები და სიკეთეები, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა, ამ კაცის დამსახურებაა. ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაში არის, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის, მისი პიროვნული დამსახურებაა და რა თქმა უნდა ჩვენი მთავრობადა პოლიტიკური გუნდი ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ. ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. ამის გარეშე ქვეყანაში არაფერი იქნება. ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან უკვე სამჯერ იომა, ათასი უბედურება გადავიტანეთ. ამას თუ ჩვენ კარგი ანალიზი არ გავუკეთეთ და კიდევ გავაგრძელეთ უპასუხისმგებლო რიტორიკა, მათ შორის შიდა მტრების დესტრუქციული საქმიანობა, ეს ძალიან ცუდი იქნება. ამას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს. ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვართ. ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, არანაირ იმეორე ფრონტი, მეორე ომი არ იქნება ქვეყანაში. იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა. აქციები თქვენ გამართეთ თქვენი ბელადისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here