სპეკულაციები – გადაყვანა, გადმოყვანა არ მაინტერესებს, პატიმარია, კეთილი ინებოს ბოლომდე მოიხადოს სასჯელი საქართველოში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს, კანონის შესაბამისად დაისჯება.

„ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული, ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები. მე ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. ვინც გაბედა და კანონზე მაღლა დააყენა თავი, ყველამ ნახეთ, როგორი ადგილი მივუჩინეთ, მათ შორის ვაჟბატონ მელიას, პატიმარ სააკაშვილს და ყველას. ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება კანონის შესაბამისად. დანარჩენი სპეკულაციები – გადაყვანა, გადმოყვანა არ მაინტერესებს. პატიმარია, კეთილი ინებოს ბოლომდე მოიხადოს სასჯელი საქართველოში. ყოველგვარი საუბარი გადაყვანაზე არის სრული სპეკულაცია, ეს ყველაფერი არის არაადეკვატური, უსაფუძვლო და ყველას მოგიწოდებთ, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, რაც არის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარებაზე, შენებაზე ვიფიქროთ“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here