ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ამაში ვერავინ შეგვაცვლევინებს აზრს! ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ამაში ჩვენ ვერავინ შეგვაცვლევინებს აზრს. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ მივყვებით ჩვენს დასახულ გეგმას, მიზანს. ჩვენი მთავარი გზამკვლევი ამ პროცესში, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება, ასოცირების შეთანხმება, (DCFTA), იგივე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლის 45% ჩვენ შესრულებული გვაქვს. ამ ნიშნითაც ლიდერი სახელმწიფო ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის და ასევე, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის. თავისუფალი ვაჭრობის შესრულების ნაწილში 50% ზე მეტი გვაქვს შესრულებული. მთელი ის ვალდებულებები, რომელიც არის ნაკისრი, გვაქვს პირნათლად შესრულებული, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და სხვა უამრავი მიმართულება. იგივე, უვიზო რეჟიმის მიღებისთვის ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ და ახლა, რა თქმა უნდა, დავაგვირგვინეთ, ჩვენი დაპირება, რომელიც 2024 წელს უნდა შესრულებულიყო, 2024-ში ვაპირებდით ამის შეტანას, მაგრამ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ვადაზე ადრე შევიტანეთ განაცხადი. კიდევ ერთხელ, ველოდებით ჩვენი ევროპელების ბრძნულ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ჩვენ არაფერს ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ სწორ და სამართლიან შეფასებას, გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენი ხალხი, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთგულნი არიან და მივყვებით ჩვენს ძირითად გეზსა და პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ახლა წყნარად, მშვიდად, მტკიცედ დაველოდებით გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here