შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით. ამაში მე დავინახე ირაციონალურობაც. ყოველგვარი გონივრულობა და რაციონალურობა ამ რეზოლუციაში ამოვარდნილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციას გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

„ევროპარლამენტის ასეთ რეზოლუციას, ამ პროცესში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ანუ გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და მათი როლი არის შეიძლება ითქვას სიმბოლური. შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით. ამაში მე დავინახე ირაციონალურობაც. ყოველგვარი გონივრულობა და რაციონალურობა ამ რეზოლუციაში არის ამოვარდნილი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა, ძალიან ბევრი ტყუილი, რაც ჩემთვის არის ძალიან სამწუხარო. ისე ნუ წარმოვაჩენთ ამ სპექტაკლს, რომელიც აქ დაიდგა და ძალიან აჟიტირებულები არიან ქვეყნის გარე და შიდა მტრები, თითქოს, რაღაც სასწაული ხდება და სასწაულს კარგავს ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here