საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემათ საცხოვრებელი ბინები, ასევე მიწის ნაკვეთები სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.

მისივე თქმით, საკითხი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მოამზადა და მთავრობამ გადაწყვიტა.

„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოგვაქვს. 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. მათ შორის რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, გარდაბანში, გორში, ზუგდიდში, ქარელში, მცხეთაში, ხონში, ბაღდათში, აბაშაში, ხობში, ხაშურსა და ზესტაფონში. ჯამში არის 630 დევნილი ოჯახი, რომელსაც გადაეცემათ, დაუკანონდებათ სახელმწიფო ქონება. ეს მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა მოამზადა და მთავრობამ გადაწყვიტა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here