საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, საქართველოში პიტერ აკერმანის ვიზიტსა და რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერის თქმით, ქვეყანაში „მშვიდობიანი რევოლუციის“ გეგმა ვერ განხორციელდა, რის გამოც, რადიკალური ოპოზიცია აქციას აანონსებს.

„ცნობილი რევოლუციონერი და იდეოლოგი საქართველოში საჯაროდ, ღიად ჩამოვიდა, რათა დესტრუქციული მე-5 კოლონა „მშვიდობიანი რევოლუციის“, „მშვიდობიანი გადატრიალების“ მოსაწყობად მოემზადებინა. ცალკე თემაა, შემდეგ ამ კაცს რა მოუვიდა – მოკვდა ის კაცი, ე.ი. პატრონი მოუკვდათ ამ დესტრუქციულ ძალებს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როცა ქვეყანა ვერც ომში ჩააბეს და ვერაფერი ვერ გააკეთეს, უნდათ, რომ 20 ივნისს აქცია გამართონ, თითქოს, ევროკავშირის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ამ აქციას ატარებს ძალა, რომელიც აქ ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა და ქვეყნის ტერიტორიებს, მოღალატეობრივად, ოკუპანტ ქვეყანას ურიგებდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here