საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომა ევროკომისიის გადაწყვეტილების შეფასებით დაიწყო.

„17 ივნისს ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო – პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს პერსპექტივა მიენიჭოს, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ საქართველოს კარი გაუღო. ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა. თითოეულ ქართველს ვულოცავ ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას. ევროკომისიამ რეკომენდაციაში ჩაწერა და საბჭოს მიმართა, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი პრიორიტეტები და პირობები შესრულდება. როგორც კი საბჭო აღნიშნულ რეკომენდაციებს დაამტკიცებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან. ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში. არის სხვა საკითხები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ბრიუსელთან გავარკვევთ, ვიმუშავებთ და კანდიდატის სტატუსს მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here