იმ ფონზე, როცა ევროპაში და მთელს მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი მმართველი გუნდის დამსახურებაა.

„მე ახლახანს ვიყავი ავსტრიაში, ჩემს კოლეგასთან საუბრისას კიდევ ერთხელ განვიხილეთ ევროპაში არსებული ვითარება და მსოფლიოში მიმდინარე დინამიკა, თუ რა პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოში. უკრაინის ომის ფონზე ევროპაში შეიქმნა ძალიან რთული ვითარება. ინფლაცია, მაღალი ფასები, მომარაგებაში, ლოგისტიკაში შექმნილი პრობლემები, ასევე ნაკლებად განვითარებული, ასევე ღარიბი ქვეყნების საკვები პროდუქტებით მომარაგების კუთხითაც უკვე სერიოზული პრობლემები შეინიშნება და ექსპერტები და მსოფლიო ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიო შეიძლება იყოს შიმშილობის რისკის ზღვარზე, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნები. ამ ფონზე, როცა ევროპაში და მთელს მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. მშვიდობას, სტაბილურობას და ეს ყველაფერი, რაც მე ახლა ჩამოვთვალე, არის სწორედ ჩვენი გუნდის დამსახურება. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ ამით არ უნდა ვიყოთ კმაყოფილები, გაორმაგებული, გაათმაგებული ტემპით, ენერგიით და პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა, ეს უნდა აიყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და მოტივაცია“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here