საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ივლისში დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული მოცულობა – 540 მლნ აშშ დოლარი.

„ჩვენ თუ შევადარებთ წინა წელს, თითქმის 40 პროცენტიანი ზრდა გვაქვს ექსპორტში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ექსპორტის აღნიშნული მაჩვენებელი არის რეკორდული როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, ასევე სხვა თვეებთან შედარებით. ჯამურად, იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა თითქმის 37 პროცენტით და 3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.

ზრდა გვაქვს იმპორტშიც ასევე ზრდა გვაქვს იმპორტში და ჯამურად, იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა თითქმის 10 მლრდ 200 მლნ აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით არის დაახლოებით 35 პროცენტით მეტი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here