ვენ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, რომელთა მდებარეობაა – ქუთაისი, თბილისი და ზუგდიდი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„იცით, რომ ბატონი ზურაბ აზარაშვილი მუშაობს განვადებით მშენებლობის საკითხებზე, ძალიან მალე დასრულდება აუქციონები და დავიწყებთ დევნილებისთვის ათასობით ბინის მშენებლობას“, – აღნიშნა პრემიერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here