მთავრობა განკარგულებას გამოსცემს, რომლითაც თბილისში ბინას 2400 დევნილი ოჯახი მიიღებს, ზუგდიდში – 1700, ქუთაისში კი 720.

შესაბამისი განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართი სულ 13 ათას დევნილ ოჯახს გადაეცემა.

„ჩვენ გამოგვაქვს მთავრობაზე საკითხი, რომელიც ეხება დევნილებისთვის სახლების განვადებით მშენებლობას. ვალდებულება ავიღეთ 13 ათას ოჯახზე. დღეს დავამტკიცებთ შესაბამის განკარგულებას, რომლის ფარგლებშიც თბილისში 2400 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას, ზუგდიდში – 1700; ქუთაისში – 720. ჯამში 2025 წლამდე ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცემა 13 ათასამდე ოჯახს – 7000 ოჯახი ახალაშენებულ კორპუსში მიიღებს ბინას, დარჩენილი 6000 კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება.

ჩვენი ვალდებულებაა დევნილებს ღირსეული პირობები შევუქმნათ, სანამ ისინი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში არ დაბრუნდებიან. ბოლო 10 წლის განმავლობაში ათასობით დევნილ ოჯახს გადავეცით ბინა“, – განაცხადა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here