ჯარის ქალაქის მშენებლობა სრულდება და რამდენიმე თვეში 1000-ზე მეტ ჯარისკაცს ბინებს გადავცემთ! – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პოლიციელებისთვის, ჯარისკაცებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებული გვაქვს საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც. „ჯარის ქალაქი“ სრულდება, რამდენიმე თვეში გავხსნით და 1 000-ზე მეტ ჯარისკაცს გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.  – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here