საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

მთავრობის მეთაურს აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხებში, დოქტორ ტანი ბინ აჰმედ ალ ზეიოუდი და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე დახვდნენ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

May be an image of 4 people and people standingMay be an image of 3 people, people standing and outdoorsNo photo description available.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here