ქართველი სტარტაპერების კიდევ ერთი დიდი წარმატება!

Theneo – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვებპლათფორმა – ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპკონკურსის – ,PITCH-ის გამარჯვებულია.

კონკურსი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციის – Web Summit-ის ფარგლებში, ჩატარდა.

ეს მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სტარტაპები ძალიან კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზარზე.

პროექტის განხორციელება სახელმწიფოს თანადგომით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით გახდა შესაძლებელი.

მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობისაკენ. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ნიჭიერი ახალგაზრდების ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას.

ვულოცავ პირადად ანუკი რობაქიძეს და თენეოს მთელს გუნდს. მჯერა, რომ ეს დიდი გამარჯვება კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს სამეწარმეო სულისკვეთებისა და ინოვაციური იდეების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.

პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here