ბატონო პრეზიდენტო,

თქვენო აღმატებულებავ,

ძვირფასო მეგობრებო,

პატივი მაქვსმოგმართოთ ჩემი ქვეყნის, საქართველოს, სახელით და მადლობა გადავუხადო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტს ლიდერობისთვისმასპინძლობისა და ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დაუღალავი ძალისხმევისთვის.

ძვირფასო კოლეგებო, კლიმატის ცვლილება ჩვენი თაობის გამოწვევად იქცა და ჩვენ, სახელმწიფოთა ლიდერები, პასუხისმგებელი ვართ იმისათვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ კაცობრიობისა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის. საუბრის დრო აღარ დარჩარადგან სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული მოქმედებები გვჭირდება.

ამ სულისკვეთებითსაქართველო განიხილავს პარიზის ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების საკითხს   და  აქვს 2025 წელს ეროვნულ დონეზე გაწერილი წვლილის გაზრდის ამბიცია. საქართველომ კლიმატის ცვლილების მეტად ყოვლისმომცველი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა 2030 წლისთვის, იმისათვის, რომ მოხდეს კლიმატის ცვლილების ამბიციური დღის წესრიგის შემდგომი ხელშეწყობა და შედეგების შერბილება.

გარდა ამისაგრძელვადიანი და დაბალი ემისიის  სტრატეგიითსაქართველო მიზნად ისახავს ერთიანი ეროვნული ძალისხმევითა და საერთაშორისო მხარდაჭერით 2050 წლისთვის მიაღწიოს  ნახშირბადისადმი ნეიტრალური ქვეყნის სტატუსს.

საქართველოს მსოფლიოში ერთერთი ყველაზე სუფთა ენერგოსისტემა აქვსმისი 85% განახლებადი წყაროებიდან მომდინარეობს და ამ წილის შემდგომი გაზრდა ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტიაგარდა ამისავაგრძელებთ ისეთი არატრადიციულიგანახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებასა და მხარდაჭერასროგორიცაა მზის, ქარისწყლისგეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა წყაროები და საშუალებები.

დარწმუნებული ვარრომ შარმ ელშეიხში ჩვენი მოლაპარაკებების შედეგი ქვეყნების მდგრადობის გაზრდის მტკიცე ჩარჩოს შემუშავება გახდებათუმცაეს ძალისხმევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ქმედითითუ განვითარებადი ქვეყნების პერსპექტივებისა და კონტექსტის გათვალისწინება ყველა რეგიონში მოხდება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობასუვერენული თანასწორობა და ღირსების პატივისცემა არის თავად გაეროს და ამ ორგანოს მუშაობის ფუნდამენტური პრინციპი. „არავინ გამოგვრჩეს“ –   ეს  არის პრინციპი და ის ასახულია 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგშიამიტომზემოხსენებული ორგანოების წევრობის საფუძველზესამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობის მიზნის მიღწევა რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმაღლეს პრიორიტეტად ამ კონფერენციის ფარგლებშიც.

დაბოლოსძვირფასო მეგობრებო, მოვუწოდებ და შევახსენებ ყველა ჩვენს კოლეგასრომ წარმატების მიღწევა მარტო შეუძლებელია. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შედეგის მიღწევასმოდით, ერთად გარდავქმნათ დაინტერესებულ წრეთა და მხარეთა 27- კონფერენციის შედეგები სწრაფ მოქმედებებში, იმისათვის, რომ დავიცვათ კლიმატი.

 გმადლობთ!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here