10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ახლა უკვე, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, დაჩქარდა რეალურად ჩვენს მიერ ისედაც გაცხადებული პროცესი და შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერი ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც წინა ხელისუფლების სისტემა დაამსხვრია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, „ქართული ოცნების“ გუნდმა ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მეტი გააკეთა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღადგინა.

„გიორგი ვაშაძე, რომელიც ბევრს ხმაურობს, სამუშაო ჯგუფის სხდომებს არ ესწრებოდა. კითხვის მთავარი ავტორი გიორგი ვაშაძე არ არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაძლიოს მთავარი გამოწვევა, როგორიც არის პოლარიზაცია. თქვენ მოისმინეთ, როგორი რიტორიკით წარსდგა ჩვენს წინაშე და შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს საზოგადოებას, პარლამენტს, დეპუტატებს, თავის კოლეგებს. კითხვა შეეხებოდა იმას, თუ რა გააკეთა მთავრობამ იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი და როგორი არის ჩვენი მოლოდინები, რას ვაკეთებთ ახლა და როგორ სრულდება თორმეტივე რეკომენდაცია – მინდა მანამდე ყველას შევახსენო, რომ მას შემდეგ, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დაამსხვრია ის მახინჯი სისტემა, ფსევდოდემოკრატიული და რეალურად თავისი შინაარსით, გამოხატვის ფორმებით და მმართველობის სტილით აბსოლუტურად დეგრადირებული, ავტოკრატიული, დიქტატორული რეჟიმი, ჩვენმა გუნდმა, დიდი სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ გზაზე, რასაც ჰქვია ევროინტეგრაციის გზა, ყველაზე მეტი გავაკეთეთ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღადგინა. მინდა რამდენიმე კონკრეტული მაგალითი შევახსენო ჩვენს ოპონენტებს: პირველი მთავარი დოკუმენტი, რაც არის გზამკვლევი და სახელმძღვანელო, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც დაგვიანებით გადმოეცა საქართველოს 3 წლის დაგვიანებით დაიწყეს რეალურად მოლაპარაკებები წინა ხელისუფლებამ ანუ ბატონი ვაშაძის და მისი თანაგუნდელების ხელისუფლებამ. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცა საქართველოს, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ესეც დაგვიანებით დაიწყო წინა ხელისუფლებამ. რეალურად, ამ 10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ახლა უკვე, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, დაჩქარდა რეალურად ჩვენს მიერ ისედაც გაცხადებული პროცესი და შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here