“ჩვენ არ ვართ არც ნატოს წევრი არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ვართ ოკუპირებული და რუსული ჯარი გვიდგას აქ და გამოდიან გარეთ ქუჩაში, ჩემი გადაწყვეტილება არ მოეწონათ და რაზე? გვთხოვდნენ, რომ მოგვეღო ჩარტერული თვითმფრინავები და აქედან გაეგზავნათ მოხალისეები საბრძოლველად და ნებართვა უნდა გაეცა მთავრობას, ეს იყო პირდაპირ ომში ჩართვის მცდელობა და გათვლილი იყო იმაზე, რომ რუსეთის რეაქცია იქნებოდა შესაბამისი და ქვეყანაში, როგორც მათმა და მათმა პარტნიორებმა უკრაინაში დააანონსეს, მეორე ფრონტი გაიხსნებოდა.

მათი იდეური პარტნიორები არიან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, გვარებს აღარ ჩამოვთვლი, არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის. ვიცით მათი გაცხადებული მიზნები და ამოცანები. მათი ამოცანაა, მათ ღიად თქვეს, რომ ჩვენ გვინდოდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. არც სპეკულაციაა არც ინტერპრეტაციაა, არც მოგონილი ლეგენდა. მათ მიერ, პრესკონფერენციაზე ნათქვამი სიტყვების ციტირებას ვახდენ. ეს ადამიანები არიან მათი მოკავშირეები. ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ანუ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მოკავშირეები, რომლებსაც სურდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, კითხვა მინდა დავუსვა ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს – ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ აქ მართლაც იქნებოდა მეორე ფრონტი? და პოლიგონად გადააქცევდნენ ჩვენ ქვეყანას? ხელისუფლებაში არ არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მეორე ფრონტი ყოფილიყო და ესენი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში დაანგრევდნენ ქვეყანას საბოლოოდ, ჩააბარებდნენ რუსეთს და ქვეყანა დაკარგავდა სუვერენიტეტს. ეს გააკეთეს მათ და ამას აკეთებდნენ აქციების გამართვით, დემონსტრაციებით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით” განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here