საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 12 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც კიდევ 123 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ბინებს საკუთრებაში მიიღებს. საცხოვრებლები თბილისში, ზუგდიდში, გორში, ქუთაისში, წყალტუბოში, მცხეთაში, ბათუმში, ახალციხეში, ხობში, მარტვილში, სენაკში, წალენჯიხაში, ფოთში, ჩხოროწყუში, ქობულეთში, გურჯაანში, თეთრიწყაროში, გარდაბანში და ხაშურში მდებარეობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here