ომის დაწყების დღიდან ჩვენ პრაქტიკულად ყველა პლატფორმაზე მხარი დავუჭირეთ უკრაინას, მივუერთდით 400-ზე მეტ რეზოლუციასა და განცხადებას. ყველა ფორმატში ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინელ ხალხს. ბუნებრივია, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, ჩვენი ყველას ვალდებულებაა, ჯერ ჩვენი საკუთარი ინტერესების დაცვა, – ამის შესახებ „ელჩების კონფერენცია 2022“-ზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„მაქსიმუმი გავაკეთეთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და უკრაინელ ხალხს. ომის დაწყების დღიდან ჩვენ პრაქტიკულად ყველა პლატფორმაზე მხარი დავუჭირეთ უკრაინას, მივუერთდით 400-ზე მეტ რეზოლუციასა და განცხადებას. ყველა ფორმატში ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინელ ხალხს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო იმ განცხადებების მოსმენა, რომლებსაც ვისმენთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ქვეყანა და მათი მთავრობა არის ომში, ამიტომ ჩვენ ამ თემაზე ზედმეტი განცხადებების გაკეთება არ გვსურს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. ბუნებრივია, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, ჩვენი ყველას ვალდებულებაა, ჯერ ჩვენი საკუთარი ინტერესების დაცვა. ბუნებრივია, ამ საქმეში ელჩების როლი განსაკუთრებულია, რათა სწორად მივიტანოთ დედაქალაქებში ჩვენი სათქმელი, სწორად წარმოვაჩინოთ საკუთარი ქვეყნის ინტერესები და სწორად გავუმკლავდეთ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც, სამწუხაროდ, მოედინება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. კარგად გვესმის, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. ამ შეტევას სჭირდება ეფექტური საპასუხო მოქმედებები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here