საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოეხმაურა:

“ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ.

დოკუმენტი მკაფიოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას”-წერს ირაკლი ღარიბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here