ჩვენ ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკას გავაგრძელებთ. ჩვენი ამოცანა არის, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ჩვენი მთავარი ოცნება – ქვეყნის გაერთიანება და ღირსეულად ევროკავშირში გაწევრიანება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცდა.

აქვე მინდა, ერთი რამ განვმარტო – ჩვენ არავის წინააღმდეგი არ ვართ. ყველა ქვეყანას და ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები; გვაქვს უფლება, გვქონდეს საკუთარი ინტერესები და დავიცვათ ჩვენი საკუთარი ინტერესები. ამაზეა საუბარი. ამიტომ, ჩვენ ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკას გავაგრძელებთ. ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ჩვენი მთავარი ოცნება – ქვეყნის გაერთიანება და ღირსეულად ევროკავშირში გაწევრიანება. ეს პროცესი არ არის მარტივი, ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება. მინდა, ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ მაქსიმუმი შევძელით ბოლო ათ წელიწადში. ეს იყო წარმოუდგენელი. ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, პერსპექტივა, სტატუსი, ამის იქით რჩება უკვე გაწევრიანება. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მივიღებდით ევროპულ პერსპექტივას. ძალიან ბევრი სკეპტიციზმი არსებობდა ევროპის ქვეყნებში, დედაქალაქებში, რომ საქართველო იმსახურებს ამ შეფასებას. ბევრმა ახსენა გეოგრაფია, ძალიან ბევრი სკეპტიკური განცხადება მოვისმინეთ, მაგრამ ჩვენ ეს მივიღეთ. ამიტომ, ამას სჭირდება შენარჩუნება და დაცვა. თუ ვინმეს არ უნდა დღეს კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია. რატომ? სტატუსის მიღების შემდეგ მათ პრაქტიკულად ხელიდან ეცლებათ ყოველგვარი ბრალდება და ვერაფერს ვეღარ დაგვწამებენ. რა უნდა თქვან, ხომ? ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ ამ პერიოდში. ამიტომ, ყველანაირად შეეცდებიან, რომ საბოტაჟი იყოს, მეტი არეულობა იყოს, რომ დაანგრიონ ეკონომიკა, დაანგრიონ ტურიზმი, არ იყოს ათპროცენტიანი ზრდა, არამედ იყოს მინუს ათპროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხალხზე აისახება. ამიტომ, ჩვენს ხალხს მინდა, მივმართო და ვუთხრა, რომ თითოეულ მათ ქმედებას კარგი ანალიზი გავუკეთოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here