ეს პარტია ნელ-ნელა ტრანსფორმირდა და ჩვენი გზები გაიყო. იგივე იდეოლოგიურ ნაწილში, იგივე მათ პოლიტიკაში, განცხადებებში, მათ მხარდაჭერაში, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ ევროპელი სოციალისტების დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ პირველი ბზარი პარტნიორებს შორის მაშინ გაჩნდა, როდესაც სოციალისტების დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის რეზოლუციას იმის შესახებ, რომ „თურმე ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის“. მან ასევე აღნიშნა, რომ სოციალისტებმა გააკრიტიკეს მისი ვიზიტი უნგრეთში, კონსერვატორთა კონფერენციაზე.

„თქვეს, რომ ანტიLGBT ფრაზები გამოიყენაო და ეროვნულ-კონსერვატიულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობაო. უკაცრავად, მეგობრებო, ჩვენ ვართ ასეთები. ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა. ასეთი ხალხი ვართ – კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი და თუ მათ ამის გამო უნდათ, რომ აღარ ვიყოთ, კარგად იყვნენ, წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here