ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან არის, დაახლოებით, ერთი მილიარდი დოლარი, მაქსიმუმ. რა ხდება ევროპის შემთხვევაში?!. რასაც ევროკავშირი 4 დღეში ვაჭრობს რუსეთთან, ჩვენი ქვეყანა ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში – ევროკავშირი, [რომელმაც] არ მოიწონა ეს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან… შარშან 270 მილიარდი დოლარი, თითქმის 300 მილიარდი დოლარი, შეუვიდა რუსეთს შარშან, გაგანია ომის დროს, ბიუჯეტში სუფთა შემოსავლების სახით ევროკავშირიდან…” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მმართველი პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკით ხელმძღვანელობს.

“2012 წლიდან მოყოლებული ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის საჭირო ეროვნულ ინტერესებს და პოლიტიკას – ეს არის სტრატეგიული მოთმინების, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომლის საბოლოო მიზანი ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაა. ეს პოლიტიკა – სტრატეგიული მოთმინების, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა – მიგვიყვანს ქვეყნის გაერთიანებამდე…

ვაჭრობა ჩვენს ინტერესებში შედის და კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის ჩვენმა მეგობრებმა და ამ ფაქტს გაგებით მოეკიდონ, თუ ნამდვილად არიან ჩვენი მეგობრები და თუ მართლაც სხვა განზრახვა და სხვა მიზანი არ აქვთ”, – აღნიშნა მან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ კონტექსტში ახსენა 2008 წლის აგვისტოს ომიც:

“მე შემთხვევით არ მომიყვანია ის ფაქტი, რაც წეღან ვთქვი. აგვისტოს ომის შემდეგ 2,5 ტრილიონი დოლარის საქონელი იყიდა EU-მ რუსეთისგან, ამერიკას ვაჭრობა არ შეუჩერებია დღესაც. შეგიძლიათ მონაცემები გამოითხოვოთ. შარშანაც ჰქონდათ, შეამცირეს ვაჭრობა, მაგრამ დღესაც ვაჭრობენ იმ პროდუქციებით, რაც მათ ეროვნულ ინტერესებს და მათ კომპანიებს სჭირდებათ. ჩვენ რა, არ ვართ სუვერენული სახელმწიფო? თუ ხალხი არ ვართ, თუ ჩვენ არ გვინდა არსებობა და განვითარება, მშვიდობა და კეთილდღეობა?”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here