“ჩემი ევროპელი კოლეგები, მეგობრები მეუბნებიან, რომ ამხელა ზღვარგადასული აღვირახსნილი კამპანია არ უნახავთ არცერთი ქვეყნიდან. ეს არის მტრობა: ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მათ აწარმოებს მრავალთვიანი კამპანია ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანება, რომ თითქოს ჩვენ აქ ვიღაცების დავალებით მოვწამლეთ და მოვკალით სააკაშვილი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„ეს არის „ნაცმოძრაობის“ მიერ წარმოებული ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის კლასიკური მაგალითი. გახსოვთ, რომ სააკაშვილის შემოპარვის დღიდან დაიწყო აღვირახსნილი ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომ იგი კვდება, მოვწამლეთ, ათასი უბედურება დავმართეთ, მაგრამ ის მაინც ფეხზე დგას. გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ გასაჯაროვდა ინფორმაცია, რომ მისმა ოჯახმა ოფიციალურად მილიონი დოლარი გადაიხადა აშშ-ში. კითხვა უნდა დაუსვას „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა მის ოჯახს და ადვოკატებს, საიდან აქვთ მილიონი დოლარი მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია შეილახოს. ჩემი ევროპელი კოლეგები, მეგობრები მეუბნებიან, რომ ამხელა ზღვარგადასული აღვირახსნილი კამპანია არ უნახავთ არცერთი ქვეყნიდან. ეს არის მტრობა: ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მათ აწარმოეს მრავალთვიანი კამპანია ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დასაზიანებლად, რომ თითქოს ჩვენ აქ ვიღაცების დავალებით მოვწამლეთ და მოვკალით სააკაშვილი. ამაზე დაყრდნობით მიმართეს სტრასბურგს და არცერთი მათი არგუმენტი არ მიიღო დასაშვებად და არ გაითვალისწინა სასამართლომ. სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა, პენიტენციური სამსახური და ეს სამედიცინო კლინიკა აკეთებს, არის სწორი. მათ უარი უთხრეს ყველა მოთხოვნაზე. ამით დასრულდა ყველა ცილისწამება და ბრალდება, რომელიც ისმოდა ჩვენი მისამართით ბოლო თვეების განმავლობაში. ეს არის ჩვენი სიმართლის გამარჯვება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here