ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას და გაძლიერებას. დღეს ქვეყანა მდიდრდება. ბოლო 2 წლის განმავლობაში, თითქმის 10 მილიარდი დოლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. დღეს უმუშევრობა, სიღარიბე, ისტორიულ მინიმუმზეა, ქვეყნის რეზერვები კი – ისტორიულ მაქსიმუმზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი მმართველმა გუნდმა სწორი პოლიტიკის შედეგად შეძლო.
„ქვეყანას 5 მილიარდ დოლარზე მეტი რეზერვები აქვს. გაიზარდა ხელფასები, პენსიები, სოციალური დახმარება. ეს საიდან შევძელით? შევძელით ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად. ომამდეც იყო 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, ეს ყველაფერი თანდათანობით აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე“, – აცხადებს პრემიერი.