“ჩემი კითხვა ევროპელი, ამერიკელი მეგობრებისადმი არის შემდეგი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ აგრძელებდით ბიზნესს ჩვეულებრივ რეჟიმში რუსეთთან, სანქციები არ გქონიათ დაწესებული, ევროკავშირმა 2.3 ტრილიონი დოლარი გადაუხადა რუსეთს 2022 წლამდე, არავის არ გაუჩერებია ბიზნესი რუსეთთან”, – ამის შესახებ კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ჩემი კითხვაა: სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი ომია? ძალიან იმედგაცრუებულნი ვიყავით, რომ ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ. იმ დამანგრეველი ომის შემდეგ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს. რუსეთმა ორი სამხედრო ბაზა ააგო ჩვენს ისტორიულ მიწაზე. რუსეთმა აღიარა ე.წ. დამოუკიდებლობა ჩვენი ისტორიული რეგიონებისა და ეს ოკუპაცია კვლავ გრძელდება. ჩემი კითხვა ამერიკელი და ევროპელი მეგობრებისადმი არის შემდეგი: ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდით ბიზნესს რუსეთთან, სანქციები არ გქონიათ დაწესებული, ევროკავშირმა 2,3 ტრილიონი დოლარი დაუხადა რუსეთს. არავის გაუჩერებია ბიზნესი რუსეთთან, არაფერი მომხდარა. ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს. გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე. ჩვენ მივუერთდით 500-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს ყველგან, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და სრულად შევესაბამებით საერთაშორისო სანქციებს. ოფიციალურმა სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები, ეროვნული ბანკი სრულად შეესაბამება ფინანსურ სანქციებს. რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, მინდა განვმარტო, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 1 მილიარდ დოლარზე ნაკლებია. შედარებისთვის ევროკავშირი მხოლოდ 4 დღეში ვაჭრობს იმას, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში. ეს სასაცილოა ხომ?! რუსეთის ეკონომიკის 0,3%-ია ჩვენი ბრუნვა. ლოგიკა არ არსებობს. ეს დააზიანებდა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.