“ძალიან რთული დროა, ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არ უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამიტომ ეს ომი ყველას გვეხება, მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი. ჩვენ ზუსტად ვიცით რას ნიშნავს ომი”, – ამის შესახებ კატარის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ომი. ამ ომის დაწყების დღიდან, დღეს უკვე ვიცით, რომ უკრაინის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს დღევანდელი სტატუს-კვოა. რა მოხდება ხვალ, არ ვიცი, ვერ ვიტყვი და ვფიქრობ, არც არავინ იცის. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება. ეს არის პრობლემა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ვერ ვხედავთ საკმარის ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ სწორი ზომები განახორციელონ და სამშვიდობო საუბარი წარიმართოს“, – აღნიშნა პრემიერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here