რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ დოლარზე ნაკლებია. შედარებისთვის, ევროკავშირი მხოლოდ ოთხ დღეში იმას ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში. ეს სასაცილოა. ეკონომიკური სანქციების დაწესება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებდა. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას. მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს. გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, რაც შეიძლება მალე. ჩვენ შევუერთდით 500-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს, ყველგან, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და სრულად შევესაბამებით საერთაშორისო სანქციებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსური ინსტიტუციები, ეროვნული ბანკი სრულად შეესაბამება ფინანსურ სანქციებს, მაგრამ, რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს – მინდა განვმარტო, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ დოლარზე ნაკლებია რუსეთთან. ახლა შედარებისთვის, ევროკავშირი 4 დღეში მხოლოდ იმას ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვაჭრობთ. ეს სასაცილოა ხომ? ჩვენს შემთხვევაში რუსეთის წილი, ბრუნვა არის 0.3% და ლოგიკა არ არსებობს. ეს დააზიანებდა ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.