“ჩვენ შევინარჩუნეთ უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩემი ამოცანა, ჩემი ვალდებულება ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, ჩემი ხალხის დაცვაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

„კვლავ ვიტყვი, რომ 20% კვლავ ოკუპირებულია. მინდა გკითხოთ, კიდევ რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭერად და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. არ მინდოდა ამაზე საუბარი. უკრაინელი მეგობრები შეიძლება სხვა მოლოდინის მქონენი არიან. მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში. ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 90-იან წლებში ორი ომი გვქონდა, სამოქალაქო და მერე 2008 წელს რუსეთთან. პატარა ერი, 4 მილიონიანი მოსახლეობით პირდაპირ შევიდა ომში რუსეთთან. ჩვენ რას ვაკეთებთ იცით, ჩვენ შევინარჩუნეთ უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩემი ამოცანა, ჩემი ვალდებულება არის ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, ჩემი ხალხის დაცვა“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here