ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვიცავთ, უზრუნველვყოფთ კეთილდღეობას, სტაბილურობასა და მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. ამავდროულად, წინ მივდივართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გლობსეკის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო აჩვენებს ძალიან გონივრულ, პრაგმატულ და უნიკალურ დამოკიდებულებას.

„ყველას ესმის ამ დარბაზში, რომ საქართველო აჩვენებს ძალიან გონივრულ, პრაგმატულ და უნიკალურ დამოკიდებულებას. ჩვენ ამ რთულ სიტუაციაში ნავიგაციას ვცდილობთ და თან წინ მივიწევთ ევროკავშირის გზაზე და კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს ვდებთ. ნებისმიერი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, ნებისმიერი მთავრობის მუშაობაზე თუ ისაუბრებს, იტყვის, რომ ევროკავშირის გზაზე ჩვენი გაკეთებულია ყველაფერი. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ეს არის რეალობა. ამიტომ ჯობია აქცენტი გავაკეთოთ ოპოზიციისა და მთავრობის გაერთიანებაზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი. ასეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელება არ უნდა ხდებოდეს, გააქტიურდა ურთიერთობები რუსეთთანო, ასეთი ყალბი ინფორმაციის ხსენება არ არის მართებული. ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვიცავთ, უზრუნველვყოფთ კეთილდღეობას, სტაბილურობასა და მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. ამავდროულად, ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here