2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენ ახალი მიდგომა დავნერგეთ, რომელსაც სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გლობსეკისუსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

„მესმის, ყველას აზრი უკრაინაზე, მაგრამ ჯერ ჩვენ საკუთარი ინტერესები გვაქვს, ჩვენ რუსეთის ჯარი გვყავს ჩვენს ტერიტორიაზე. ამიტომ ვირჩევდი, რომ იდეალურ ენაზე მესაუბრა საქართველოს კონტექსტში – როგორ გადაგვეჭრა ოკუპაციის საკითხი, რაზეც ადრე არავინ საუბრობდა.

2008 წლის ომის შემდეგ სანქციები არ დაწესდა რუსეთის წინააღმდეგ, ყველამ ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელა ბიზნესის წარმოება რუსეთთან, ამიტომ ჩემი, მთავრობისა და ხალხის საბოლოო მიზანია დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით.2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენ ახალი მიდგომა დავნერგეთ, რომელსაც სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით. საქართველოს აქვს უშუალო საზღვარი, რომელიც 600 კილომეტრია რუსეთთან, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი ერთმანეთს უერთდება, აქაც, მინდა ვთქვა, რომ ეს არის დიდი გამოწვევა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ოკუპაცია ჩვენს ქვეყანას უშველებელი გამოწვევებისა და რისკების წინაშე აყენებს, მეორე მხრივ საქართველომ მოახერხა და მიაღწია უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here