ჩვენ ვქმნით კარგ პრეცედენტს, ნავიგაციას ვახდენთ ამ ტურბულენტურ გარემოში როგორ გადავრჩეთ პატარა ქვეყანა, არ ვართ არც ნატოს წევრი, თუმცაღა გვინდა წევრობა, არ ვართ ევროკავშირის წევრი, მაგრამ ნავიგაციას ვცდილობთ აი ამ რთულ სიტუაციაში. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

“2012 წელს, როცა მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენ დავნერგეთ ახალი მიდგომა, ჩვენ მას სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით. საქართველოს აქვს უშუალო საზღვარი, 600 კმ რუსეთთან, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი უერთდება ერთმანეთს, აქაც მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ ეს ოკუპაცია ჩვენ ქვეყანას აყენებს უშველებელი რისკების და გამოწვევების წინაშე, მეორე მხრივ, საქართველომ მოახერხა და მიაღწია უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

თანამედროვე ისტორიაში, როცა 90-იან წლებში დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, ჩვენი მთავრობის არსებობა არის ერთადერთი პერიოდი, როცა მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში, სხვა მთავრობის პირობებში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული გვქონდა ომი, ესკალაცია და კონფლიქტი, ჩემ პერიოდში ეს არ ყოფილა, ტერიტორიებიც არ დაგვიკარგავს, თან ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლა გვაქვს, ევროპული პერსპექტივა მივიღეთ, ეს მე მგონი საოცრებაა, ეს კარგი გამოცდილებაა, კარგი მაგალითია, ხომ ასეა, ჩვენ ვქმნით კარგ პრეცედენტს, ნავიგაციას ვახდენთ ამ ტურბულენტურ გარემოში, როგორ გადავრჩეთ, პატარა ქვეყანა, არ ვართ არც ნატოს წევრი, თუმცა გვინდა ვიყოთ ნატოს წევრი, არ ვართ ევროკავშირის წევრი, მაგრამ ნავიგაციას ვცდილობთ ამ რთულ სიტუაციაში”. – განაცხადა პრემიერმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here