ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პანელის ერთ-ერთმა მონაწილემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კითხვით მიმართა, რომელიც საქართველოში პოლარიზაციის დასრულებას შეეხებოდა.
„თქვენ ბრძანეთ პოლარიზაციის დასრულების საკითხი, როგორც იმ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი. თუ შეიძლება, გვითხარით მეტი ამის თაობაზე“ – იკითხა ფრანგმა ჟურნალისტმა, რაზეც პრემიერმა უპასუხა:
„თუ გვინდა, თავიდან ავიცილოთ შემდეგ GLOBSEC-ის სამიტზე მსგავსი კითხვები და მსგავსი პოლარიზაცია, მოგვანიჭეთ მაშინ სტატუსი. სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში“.