2008 წლის ომის შემდეგ, სანქციები არ იყო დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ, არაფერი მოხდა. ყველამ გააგრძელა ჩვეულებრივ რეჟიმში ბიზნესის წარმოება რუსეთთან. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.
2008 წლის ომის შემდეგ სანქციები არ დაწესდა რუსეთის წინააღმდეგ, ყველამ ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელა ბიზნესის წარმოება რუსეთთან, ამიტომ ჩემი, მთავრობისა და ხალხის საბოლოო მიზანია დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით.2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენ ახალი მიდგომა დავნერგეთ, რომელსაც სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით. საქართველოს აქვს უშუალო საზღვარი, რომელიც 600 კილომეტრია რუსეთთან, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი ერთმანეთს უერთდება, აქაც, მინდა ვთქვა, რომ ეს არის დიდი გამოწვევა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ოკუპაცია ჩვენს ქვეყანას უშველებელი გამოწვევებისა და რისკების წინაშე აყენებს, მეორე მხრივ საქართველომ მოახერხა და მიაღწია უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.